ომბუდსმენი: ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
“ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, მას უნდა დაადოს ვეტო. თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ ამ ვეტოს”, – აცხადებს ლომჯარია.