გია აბაშიძე: თელავში “მოღვაწეობს” მოსამართლე მამუკა წიკლაური, რომელიც წლებია, გარეთ უშვებს მძიმე დანაშაულთა ჩამდენთ
ანალიტიკოსი , გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, მოსამართლე მამუკა წიკლაურის სასამართლო გადაწყვეტილებებს ეხმიანება, რომელმაც არაერთი, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი გაათავისუფლა.
„როგორც ირკვევა, თელავში “მოღვაწეობს” მოსამართლე მამუკა წიკლაური, რომელიც წლებია, გარეთ უშვებს მძიმე დანაშაულთა ჩამდენთ. ამასობაში კი, “ვოჩდოგები”, რომლებიც შერჩევითად ხედავენ და მანიპულირებენ საჯარო პირთა საქმიანობაზე, მოსამართლე მამუკა წიკლაურზე რატომღაც ჩვეულ ხმაურს არ ტეხენ. დამეთანხმებით, საკმაოდ საეჭვოა. იმედია, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან მ.წიკლაურით“, – წერს გია აბაშიძე.