მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პატიმრის უფლებებზე საუბარი უხერხულია

“ამათ ლოგიკას რომ ვუსმენ, ბოლოს სად ჩავალთ, იცით? ბოლოს ჩავალთ იქ, რომ პატიმარი ციხეში არ შეიძლება, გადაყვანილი იყოს, რადგან ძალიან ინერვიულებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პატიმრის უფლებებზე საუბარი უხერხულია.

„ახალი ტერმინებიც მოიგონეს – ფარმაკოლოგიური წამება. წამება რა იყო, ეს, სამწუხაროდ, ვნახეთ 2012 წლამდე. ბოლოს მივალთ იქამდე, რომ თუ პატიმარი ინერვიულებს, უნდა გადაიყვანოს თუ არა ის ციხეში. პასუხი არ ვიცი. წავიდეთ ევროპაში, ვიკითხოთ. თუ ამაზე ვინმე სერიოზულ პასუხს გაგვცემს, მერე ჩვენც სერიოზულად გავაგრძელებთ მსჯელობას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პატიმრის უფლებებზე საუბარი უხერხულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები