რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვა მოიხსნება მაშინ, როდესაც ამისათვის საჭირო წინაპირობები შეიქმნება, მათ შორის, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
„COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ცალკეულ უცხო ქვეყნებთან ფრენების განახლების საკითხების გადაწყვეტისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას ვამახვილებთ კონკრეტულ ქვეყანაში სანიტარიულ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე, შესაბამისი დეპარტამენტის – როსპოტრებნადზორის რეკომენდაციებზე,” – თქვა მან.
რუდენკოს თქმით, საქართველოს შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული პოლიტიკური ფაქტორებიც, მაგრამ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა დროებითია და შეიძლება, გაუქმდეს, რაც ქართული მხარისთვის ცნობილია.
„შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში შემოღებული ფრენების აკრძალვა იძულებითი ღონისძიება იყო რომელიც იქნა მიღებული ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ,ქართველი რადიკალების მხრიდან. ის დროებითია და იქნება გაუქმებული, როგორც კი ამისათვის შეიქმნება აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური. ეს ძალიან კარგად არის ცნობილი ქართული მხარისთვის, ამიტომ, მათი გამეორება არ არის აუცილებელი“, – აღნიშნა მან.