Ambasadori Kachreti: რეგულაციების შემსუბუქება მეტ საბაბს და თავისუფლებას აძლევს დამსვენებელს, რომ ჩამოვიდეს

Ambasadori Kachreti-ს მფლობელი “ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე აცხადებს, რომ კახეთისთვის ზამთრის სეზონზე საკმაოდ ოპტიმისტური გათვლები აქვს.

“სიტუაცია საკმაოდ ოპტიმისტურია. ჩვენს სასტუმროში სტუმრების რაოდენობა კვირის ბოლო დღეებში, Weeknd​-ებზე ყოველთვის, ყველა სეზონზე მაღალია. შუა კვირაშიც გვაქვს ხოლმე საკმაოდ დატვირთული დღეები. რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენი სასტუმრო ყოველთვის მკაცრად იცავდა კოვიდ-რეგულაციებს და ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულად ვემზადებით, რომ ჩვენს სტუმრებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო დავახვედროთ. როგორც იცით სასტუმროში შემოსული ყველა სტუმარი “მწვანე სტატუსის” პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. საახალწლოდ ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა იქნება “მწვანე სტატუსის” მატარებელი. ვგეგმავთ მასშტაბურ ღონისძიებას. საახალწლოდ ჩვენ ორ ღამიან პაკეტებს ვყიდით და მეორე დღესაც ანუ 1 იანვარსაც გვექნება დიდი კონცერტი. ეს იქნება კოვიდ-რეგულაციის დაცვით ჩატარებული ივენთები. საახალწლოდ ambasadori Kachreti უკვე თითქმის სრულადაა დაჯავშნილი. ველოდებით მუდმივ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ ერთგული და ლოიალური სტატუსის მატარებლები არიან. ამ სეზონზე ძირითადად ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა გვყავს უცხოელი სტუმრებიც”, აცხადებს “ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

ნადიბაიძე ამბობს, რომ საახალწლოდ ღონისძიებების დაშვების შემდეგ, სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა მზარდია.

“კი რა თქმა უნდა ჩვენ საკონცერტო პროგრამას უფრო თამამად ვგეგმავთ. მანამდე კი ძალიან მოკრძალებული ვიყავით. ცხადია ახლა სტუმრებიც თამამად ჯავშნიან და დიდი მოთხოვნა და დაინტერსებაც არის. ჩვენთვის რეგულაციების შემსუბუქება მნიშვნელოვანი თემა იყო. ყველას გვესმის, რომ სტუმრების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული”, – აცხადებს “ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები