ამერიკა: რუსეთი სეპარატისტებს იარაღის მიწოდებას გაუზრდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის აღმოსავლეთში მყოფი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას აპირებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
მერი ჰარფის თქმით, თეთრ სახლს ახალი მტკიცებულებები აქვს იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი საარტილერიო ცეცხლს უკრაინელი სამხედროების მიმართულებით საკუთარი ტეროტორიიდან აწარმოებს. სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები