ბიბილოვმა ბელორუსის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “აღიარების” პერსპექტივაზე ისაუბრა
“ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, მის ზოგიერთ განცხადებას შეიძლება დაეთანხმო”,- განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
”ის, რაც ბელორუსმა ხალხმა, ბოლო დროს საკუთარ თავზე განიცადა, მათ ყველა საფუძველი მისცა სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. მინდა აღვნიშნო ალექსანდრე ლუკაშენკოს უმაღლესი პოლიტიკური პროფესიონალიზმი, რომელმაც არ დაუშვა ტრაგედია თავის ქვეყანაში. ბელორუსი ხალხისა და სამხრეთ ოსეთის საერთო ისტორია, შეიძლება იყოს სერიოზული საფუძველი სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. ის ომი – საინფორმაციო, სანქციები, პოლიტიკური, რომელიც მიმდინარეობს ბელორუსის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ დაკავშირებულია რუსეთთან. და თუ ჩვენ ვთვლით, რომ ერთი ოჯახი ვართ, მაშინ უნდა ვიცხოვროთ ამ ოჯახში, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, შევქმნათ საერთო გზა განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ეს ყველაფერი იცის, „ის უფრო ახლოს არის დასავლეთთან, ხედავს რაც იქ ხდება“.
“დასავლეთი ურტყამს რუსეთს მტკივნეულ ადგილებში. ეს არ დამთავრდება, მაგრამ გვაიძულებს გავძლიერდეთ და მივხვდეთ, რომ ერთიანობის გარეშე ცხოვრება გაგვიჭირდება”, – განაცხადა ბიბილოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია და ე.წ. რესპუბლიკა ამას არ გადავა, ისევე როგორც არ ჩამოშორდება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვას.