აშშ-ში შიდა საჰაერო მოგზაურთათვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს – ენტონი ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა განიხილოს ვაქცინაციის მოთხოვნა შიდა საჰაერო მოგზაურობისთვის.

მისი თქმით, ქვეყანაში  „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულს აღწევს, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს დღესასწაულებთან დაკავშირებული მოგზაურობები.

მოგვიანებით, ფაუჩიმ CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობამ ახალი წლის ღამეს დიდი შეკრებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კოვიდის შემთხვევების მატების გამო, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა დაახლოებით, 2800 ფრენა გააუქმეს, მიზეზი – თანამშრომლების ავადობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები