ბრიტანეთში უსიმპტომო პაციენტების დიდ ნაწილს კოვიდი კლინიკებში უდგინდება, სადაც სხვა დაავადებების გამო მოხვდნენ
ბრიტანეთში კოვიდით ინფიცირებული ასიმპტომური პაციენტების დიდი ნაწილი საავადმყოფოებში სხვა დაავადებების გამო ხვდება და მათ კორონავირუსი კლინიკაში უდგინდებათ – ამის შესახებ „ტვიტერზე“ NHS პროვაიდერების აღმასრულებელი დირექტორი, კრის ჰოპსონი წერს.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებს აღწერენ, როგორც „შემთხვევით კოვიდს“.
ჰოპსონი აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდი ნაწილი კრიტიკულ მკურნალობას არ საჭიროებს და არც ჟანგბადზეა მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილი.