თურქეთში ახალი გვირაბი იხსნება, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ მარშრუტზე მნიშვნელოვანი რგოლი გახდება
თურქეთის აღმოსავლეთით 29 დეკემბერს ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნება, რომელიც თურქეთსა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ახალ სატრანსპორტო არტერიად გადაიქცევა.
ამის შესახებ Anadolu წერს.
2246-მეტრიანი გვირაბი “პირინკაიალარი“, ერზრუმის პროვინციის უზუნდერეს რაიონს ქალაქ ართვინთან დააკავშირებს.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიმართა.
ახალი გვირაბი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება თურქეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ მარშრუტზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების გადაზიდვას ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის მთიან რეგიონებში.
ერზრუმის პროვინციის ხელმძღვანელობა, რომელსაც წარმოადგენს გუბერნატორი ოკაი მემიში, დარწმუნებულია, რომ ახალი გვირაბი ხელს შეუწყობს თურქეთის ამ ნაწილში ტურიზმის განვითარებას.