ავღანეთში უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალეს

“თალიბანის” მთავრობამ ადგილობრივ მედიას, ავღანეთში ისეთი უცხოური სერიალების ჩვენება აუკრძალა, რომლებიც ეწინააღმდეგება შარიათის ნორმებს, მათში წარმოდგენილია ქალები ჰიჯაბის გარეშე, ასევე ნებისმიერი სიმღერები.

ამის შესახებ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ.

აღინიშნება, რომ კულტურის საკითხთა კომისიამ აკრძალა მოდური სამოსით გოგონების ჩვენება რეკლამებშიც კი. ყველა ქალმა უნდა ატაროს ჰიჯაბი.

გარდა ამისა, მედიამ უნდა უარყოს უცხოური სატელევიზიო შოუები, რომლებიც ეწინააღმდეგება ავღანურ კულტურას და შარიათის კანონებს, ასევე მკაცრად აკრძალულია სიმღერების გამოყენება.

კომისიაში აცხადებენ, რომ მედიამ უნდა გაავრცელოს „დაბალანსებული“ ახალი ამბები და არა ჭორებზე დაყრდნობით.

უცხოური მედიასაშუალებები, რომლებიც ავღანეთში მაუწყებლობენ, უნდა შეესაბამებოდნენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დადგენილ ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აიკრძალება.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ აკრძალვების გამო, ზოგიერთი ფილიალი უნდა დაიხუროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები