სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – “ნაცმოძრაობა” თავმჯდომარის მოადგილის გადადგომას ითხოვს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. საქმე ეხება საკრებულოს წინა სხდომაზე, დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის დაკავებას.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „პოლიტიკურ კეკლუცობაში“ ადანაშუალებს, ბრალდებას კი უსაფუძვლოს უწოდებს.

ცნობისთვის, დღეს დეპუტატები სხდომაზე 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა 2022 წლის ბიუჯეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები