ისრაელი აღარ აპირებს ღაზას სექტორში დაბრუნებას

ისრაელი სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ კოდური სახელწოდებით ,,აუღებელი კლდე“ აღარ აპირებს ღაზას სექტორში დაბრუნებას და სიტუაციის კონტროლირებას. ამის შესახებ მედიასთან შეხვედრის დროს რუსეთში ისრაელის დიპლომატიური მისიის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ოლგა სლოვმა განაცხადა.
,,ისრაელი იმიტომ კი არ გამოსულა ღაზას სექტორიდან, რომ კვლავ უკან დაბრუნდეს. ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას“,- განცხადა ოლგა სლოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი აპირებს, ამ ოპერაციის დასრულებით წერტილი დაუსვას სამხედრო კონფლიქტს. ამისათვის სექტორის მთლიანი დემილიტარიზაციაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები