ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისი გამოკვლევა 640 ადამიანს ჩაუტარდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 4 პაციენტი შეეწირა.
ე.წ. რესპუბლიკაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 170-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 51 მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 37 596 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 067 პირი, ხოლო 555 პაციენტი გარდაიცვალა.