AFP: აშშ და რუსეთი უკრაინასა და ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ
რუსეთი და აშშ უკრაინასა და უსაფრთხოების ვითარებაზე მოლაპარაკებებს, 10 იანვარს გამართავენ.
ამის შესახებ AFP თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ დაგეგმილ მოლაპარაკებაზე რუსეთი და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის კონტროლს და უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობას განიხილავენ.
უკვე 12 იანვარს დაგეგმილია რუსეთ-ნატოს სამიტი, 13 იანვარს კი რუსეთ – ეუთოს შეხვედრა.