ჟირინოვსკი, ახალი წლის ღამეს უკრაინის დაბომბვის მოწოდებით გამოვიდა
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ახალი წლის ღამეს უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების დაბომბვის მოწოდებით გამოვიდა.
როგორც მან რუსეთის პირველი არხის გადაცემაში თქვა, ”უბრალოდ უნდა დაარტყათ 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამეს. დაახლოებით, დილის ოთხ – ხუთ საათზე. არ არის აუცილებელი ყველა მათგანის დაბომბვა! მაგრამ შერჩევით – ვიღაცის დასჯაა საჭირო, ვიღაცამ უნდა შეაშინოს ისინი,”- თქვა ჟირინოვსკიმ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, თავად გასცემდა მსგავს ბრძანებას.