კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი შემთხვევების გამო მსოფლიო მასშტაბით 8000 ფრენა გაუქმდა
საახალწლოდ მძიმე კოვიდვითარების გამო, მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ავიახაზი აუქმებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. კადრების სიმცირის გამო, ამ დროის მონაცემებით უკვე 8000-მდე ფრენა გადაიდო, რადგან მომსახურე პერსონალის უმეტესობა კოვიდინფიცირებულია.
აღნიშნული ფრენები ახალ წლამდე და ახალი წლის დღეს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა ვადით მოხდა რეისების გაუქმება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ორშაბათს 1639 რეისი გაუქმდა მსოფლიოს მასშტაბით, საიდანაც ფრენების მესამედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა განხორციელებულიყო.
აეროპორტებში მგზავრები აღშფოთებას ვერ მალავენ, თუმცა, ავიაკომპანიებს მათთვის პასუხი არ აქვთ ფრენების აღდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი რეისი აშშ-ს ავიახაზებმა გააუქმა კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო.
https://www.euronews.com/2021/12/25/thousands-of-flights-cancelled-worldwide-as-omicron-spread-affects-christmas-plans