საფრანგეთის მთავრობამ კატასტროფის მიზეზი დაასახელა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, ავიალანერ McDonnell 83-ის ჩამოვარდნის მიზეზი მეტეოპირობები და არასაკმარისი ხილვადობა გახდა. თუმცა, მინისტრის თქმით, არ არის გამორიცხული სხვა მიზეზებიც. ,,იტარ-ტასის“ ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე საფრანგეთის სპეცდანიშნულების გუნდი გაიგზავნა, რომელიც ობიექტის დაცვით არის დაკავებული.