ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში შევიდა

ბერლინის ცენტრში 2019 წელს მოკლული, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე განაჩენი ძალაში შევიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ტირგარტენში მკვლელობის საქმეზე 56 წლის, რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კ.-ს, ფსევდონიმით, ვადიმ ს.-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში შევიდა. სასამართლო პროცესის არცერთ მონაწილეს განაჩენი არ გაუასაჩივრებია“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ 15 დეკემბერს რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი) ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენს გერმანიის მთავრობის რეაქცია მოჰყვა და ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. საპასუხოდ, მოსკოვმა ანალოგიურ ზომას მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები