რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, 2022 წელს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება როგორც ნატო-ს, ისე – ევროკავშირს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც საქართველომ მიაღწია როგორც ევროპის, ისე – ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-სა და ევროკავშირს.

“ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც საქართველომ მიაღწია როგორც ევროპის, ისე – ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე არის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ესაა ის არჩევანი, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი პარტიის. ჩვენი საზოგადოება ძალინ კარგად ხედავს, რომ ამ პროცესებს არაერთი წელია ეწინააღმდეგება და ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ყოველ ჯერზე მარცხდება ამ პროცესში. ეს კურსი რასაკვირველია გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 2022 წელს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება როგორც ნატო-ს, ისე – ევროკავშირს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები