პუტინის ქალიშვილმა ჰოლანდიაში საკუთარი პენტჰაუზი დატოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ქალიშვილმა ქალაქ ჰააგის გარეუბანში 2.5 მილიონი ღირებულების პენტჰაუზი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Mirror-ი ავრცელებს. მარია პუტინა მეგობარ ბიჭთან იორით ფაასენთან სწორედ იმ აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც მალაიზიური ლაინერი რეისით – MH 17 გამოფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიიდან პუტინის ქალიშვილის გაგდების მოწოდებით ჰოლანდიის ქალაქ ჰილვერსუმის მერი, პეტერ ბროერტესი გამოვიდა. ასეთი მკვეთრი განცხადება მერმა უკრაინაში თვითმფრინავის კატასტროფაზე საუბრისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები