ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლომ დღეს საკუთარი ინიციატივით გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.

როგორც პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განმარტა, აღკვეთის შეცვლისთვის საქმეზე ახალი გარემოება უნდა არსებობდეს, რაც გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები