ცხინვალში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – გარდაცვალება გაზის გაჟონვას არ უკავშირდება
ცხინვალში, საკუთარ სახლში 1968 წელს დაბადებული ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივი ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშორმლები თაბოლოვის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მისულებს ქალის ცხედარი დახვდათ.
როგორც ე.წ. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, წინასწარი მონაცემით, ქალის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვას არ უკავშირდება.
თუმცა, რა გახდა ლეტალობის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.