თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი.