„ეარ-ალჟირიას“ ყველა მგზავრი, სავარაუდოდ, გარდაიცვალა – რა ხდება უაგადუგუს და ალჟირის აეროპორტებში (ფოტოკოლაჟი)

უცხოური მედიასაშუალებები ლაინერ “ეარ-ალჟირიას“ მგზავრების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბორტზე 116, ზოგი ინფორმაციით თანახმად კი, 119 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ავიაშემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ მგზავრებს შორის 51 საფრანგეთის მოქალაქეა, რეისზე კი სულ 16 ქვეყნის წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული.
თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. უკვე დღეს კი, მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩამოვარდნილი ხომალდის ფრაგმენტებს საჰარას უდაბნოში მიაკვლიეს.
ცნობილია, რომ თვითმფრინავი ესპანურ ავიაკომპანიას “სვივთეატრს” ეკუთვნოდა და ალჟირულ კომპანია „ეარ-ალჟირიას“ იჯარის წესით ჰქონდა აღებული.
ამ წუთებში უაგადუგუს და ალჟირის აეროპორტებში „ეარ-ალჟირიას“ ბორტზე მყოფი მგზავრების ნათესავები და ახლობლები იკრიბებიან. ისინი ინფომაციის მიღებას ცდილობენ. აეროპორტებში მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც. ავიაკატასტროფის შედეგების შესახებ უფრო კონკრეტული დეტალები დღის განმავლობაში გახმაურდება.

5622872-3x2-340x227

5

01

4

10563338_10203202201153553_2023598124_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები