კონგოში, კაფეში ტერაქტი მოხდა – დაღუპულია ექვსი ადამიანი
კონგოში, ქალაქ ბენში, მამაკაცმა კაფეში, სადაც კათოლიკურ შობას ზეიმობდნენ, თავი აიფეთქა. მომხდარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბოროტმოქმედიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი 25 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათზე მოხდა. მამაკაცმა ასაფეთქებელი მაშინ გაააქტიურა, როდესაც კაფეს დაცვის თანამშრომლებმა ის გადავსებულ დაწესებულებაში არ შეუშვეს.
დაღუპულთა რიცხვში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. აფეთქების შედეგად კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ადგილობრივი ჩინოვნიკია.
აღსანიშნავია, რომ აფეთქების შემდეგ ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს. როგორც პოლიციამ განმარტა, მათმა თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს, ვინაიდან ხალხი გამომძიებლებს შემთხვევის ადგილზე არ უშვებდა. მათივე ცნობით სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.