“ისლამურ სამყაროსთან” კავშირში მყოფ ძმებ წულუკიძეებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

“ისლამურ სამყაროსთან” კავშირში მყოფი აჭარელი ძმები წულუკიძეები და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 5 პირი სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში დამნაშავეებად ცნო და მათ 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

“წუხელ, არაფრის გამო რეჟიმმა დაიჭირა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 7 ადამიანს, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ძმებს. ერთი ოჯახიდან, თორნიკე, თამაზ, გელა, ირაკლი ჭელიძეებს, ერთი ოჯახიდან 4 წევრი და ელდარ ანთაძეს 5 წელი. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, მოუწყო პროვოკაცია მაშინ, როცა ისინი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უთანხმოება დავით რიჟვაძესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

საქმე “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აჭარიდან ჩასულ პირებსა და სპორტსმენებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება.

ძმები წულუკიძეები სხვა პირებთან ერთად პოლიციამ 15 აპრილს დააკავა. გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები