„თალიბანმა“ ავტომობილებში მუსიკის მოსმენა აკრძალა
რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს, ავტომობილებში მუსიკის მოსმენა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kabul News ავრცელებს.
გარდა ამისა, იკრძალება ავტომობილით ჰიჯაბის გარეშე მყოფი ქალების გადაყვანა.
სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა და ამის შესახებ მძღოლებიც არიან ინფორმირებულები.
მანამდე „თალიბანმა“ ქალთა საკითხების სამინისტრო გააუქმა და ქორწილებში „ცოცხალი“ მუსიკა აკრძალა.