WHO – “ომიკრონი” უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი” უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა.

როგორც “ჯანმო”-ში აცხადებენ, იმ ქვეყნებში, სადაც “ომიკრონი” დაფიქსირდა, ეს შტამი უკვე დომინანტი გახდა.

მათივე ცნობით, “ომიკრონის” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ყოველ 2-3 დღეში ორმაგდება.  წინასწარი მონაცემებით, “ომიკრონის” შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე “დელტას”.

ცნობისთვის, საქართველოში ომიკრონის შტამის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ეს შტამი ქვეყანაში 29 პაციენტს აქვს დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები