ალჟირული ავიალაინერის ნამსხვრევები ნაპოვნია

ავიალაინერის ნამსხვრევები მალიში, ქალაქ გაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,ფოქს ნიუსი“ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიებას ფრანგი გენერალი ჟილბერ დენდერი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჯერად ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ლაინერი McDonnell Douglas MD-83, რომელიც ასრულებდა რეისს AH5017, ბურკინა-ფასოს დედაქალაქიდან უაგადუგუდან ალჟირის დედაქალაქის მიმართულებით, სტარტიდან 50 წუთში დაიკარგა. პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნიგერიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, მისი ნაწილები მალის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ეკიპაჟის ექვსივე წევრი ესპანეთის მოქალაქეა. ავიალაინერი ესპანურ სადაზღვევო კომპანია Swiftair-ში იყო დაზღვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები