„ეროსი კიწმარიშვილმა დახმარებისთვის 600 ათასი ლარი მომთხოვა“

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მას კიწმარიშვილმა დახმარების სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოსთხოვა. როგორც თემურ შაშიაშვილმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეროსი კიწმარიშვილმა მისგან 600 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა.
„ეროსი კიწმარიშვილს ვთხოვეთ, გვერდით დაგვიდექით პროექტის „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ ფარგლებში-თქო და ამაში 600 000 მოგვთხოვა. როცა მისი ქონებრივი დეკლარაცია წავიკითხე, გული დამწყდა, ამერიკაში ბინა გაქვს, საქართველოში უამრავი… განა რა მოხდა ისეთი, რომ ყველასგან იღებდა ფულს? სპეცსამსახურების თვისებაა, ჯერ აღზევებაში დაგეხმარებიან, მერე კი გაგაცამტვერებენ. ვინ გაახარა ჯერ სპეცსამსახურებმა?“, – განუცხადა „ალიას“ თემურ შაშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები