ესპანეთში სანაპიროზე თამბაქოს მწეველები დაჯარიმდებიან

ესპანეთში კანონი მიიღეს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, აკრძალოს მოწევა პლაჟებზე და დააჯარიმოს წესის დამრღვევები 2000 ევროთი.

ამის შესახებ The Times-ი წერს.

კანონის მიზანია, შემცირდეს გარემოს დაბინძურება სიგარეტის ნამწვის შედეგად.

კიდევ ერთი ზომა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვას და მაღაზიებში ბოთლების დაბრუნების წახალისებაა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიზნად დაისახა, ქვეყანა ნახშირბადისგან ნეიტრალური გახდეს 2050 წლისთვის, ასევე, გარემოს დაცვა თავისი მთავრობის პოლიტიკის ძირითად ნაწილად აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები