შვეიცარიაში 8 ათასი ყალბი კოვიდსერტიფიკატი გამოავლინეს, ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
შვეიცარიაში, სენტ გალენის კანტონში, 8000-ზე მეტი ყალბი კოვიდსერტიფიკატი გამოავლინეს.
dpa-ს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.
სერთიფიკატების გაყალბებაში ეჭვმიტანილი არიან კორონავირუსზე ტესტირების კერძო ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებსაც სამსახურიდან გამომდინარე აქვთ წვდომა იმ სისტემაზე, რომლითაც სერტიფიკატები გაიცემა.
ეჭვმიტანილებს დიდი ჯარიმები ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყალბი სერთიფიკატების მიმღებებს ასევე ემუქრებათ ჯარიმებს ან რეალური ვადები.