ზახაროვა: კიევი დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება

უკრაინა დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„მერვე წლის თავზე სამოქალაქო ომის დასრულების ნაცვლად, კიევი, როგორც ჩანს, ემზადება დონბასის პრობლემის სამხედრო გადაწყვეტისთვის, როგორც ამას ისინი უწოდებენ“, – თქვა მან ბრიფინგზე.

კერძოდ, მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლებამ მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტი 20 პროცენტით – თითქმის 12 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ზახაროვას თქმით, ამ თანხით, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა თქვა, ისინი დასავლელი პარტნიორებისგან არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შეტევითი იარაღის შეძენასაც აპირებენ.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ყოფნის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. კერძოდ, ამჟამად, იქ ოთხი ათასი ინსტრუქტორია შეერთებული შტატებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები