ლავროვი: უკრაინის ნატო-ში შეყვანის კურსი სამხედრო რისკებს იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში შეყვანის კურსი და რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან რაკეტების გამოჩენა სერიოზულ სამხედრო რისკებს იწვევს.

ამის შესახებ ლავროვმა ბოსნიურ-ჰერცოგოვინურ გაზეთ Oslobodzhene-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კიევის ნატო-ში შეყვანის კურსი, ჩვენს საზღვრებთან თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენის პერსპექტივით, ქმნის მიუღებელ საფრთხეებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის, რაც იწვევს სერიოზულ სამხედრო რისკებს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიან კონფლიქტამდე”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, მოსკოვი საჭიროდ მიიჩნევს, შეამციროს დაპირისპირების ხარისხი, რომელიც გამოწვეულია იმით, თუ როგორ „ზრუნავს“ ვაშინგტონი თავის უკრაინელ პროტეჟეებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები