კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი შეიმუშავა, სადაც შევიდა რუსეთის ბევრი საწარმო მათ შორის, ისეთებიც ვინც მძიმე მრეწველობის ნედლეულს აწარმოებს, ასევე კომერციული ბანკები. სანქციების პაკეტის დეტალური სია განთავსებულია კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის ოფიციალურ საიტზე. აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესება კანადამ ოფიციალურად დაანონსა კვირის დასაწყისში. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ,,შავ სიაში“ მოხვდა ,,გაზპრომბანკი“, ,,ვნეშკომბანკი“ და გაზის მწარმოებელი ,,ნოვატეკი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები