საფრანგეთმა მალის ტერიტორიაზე “Air Algerie“-ის ავიალაინერის ნამსახვრევების აღმოჩენის შესახებ დაადასტურა

საფრანგეთმა მალის ტერიტორიაზე “Air Algerie“-ის ავიალაინერის ნამსახვრევების აღმოჩენის შესახებ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავზე საფრანგეთის 50 მოქალაქე იმყოფებოდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დამსხვრეული ლაინერი ამოცნობილია.
“ავიაკატასტროფის ადგილას გაგზავნილია ფრანგი სამხედროების ქვედანაყოფი, რომელიც ობიექტის შესაწავლას ადგილზე მოახდენს და შეაგროვებს ინფორმაციას“,- ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის წარმომადგენლობამ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კატასტროფის ადგილას მივიდა ბურკია-ფასოს მაშველთა ბრიგადაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები