უკრიანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვლადიმერ გროისმანი შეასრულებს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, უკრიანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას რეგიონული განვითარების მინისტრი, ვიცე- პრემიერი ვლადიმერ გროისმანი შეასრულებს.
“მთავრობის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დაინიშნა ვლადიმერ გროისმანი”, – აღნიშნა ავაკოვმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც უმაღლეს რადაში კოალიცია დაიშალა.