პუტინი დღეს ყოველწლიურ შემაჯამებელ დიდ პრესკონფერენციას გამართავს

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური, უკვე მე-18 დიდი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც მედიის წარმომადგენლები პრესცენტრებში იმყოფებოდნენ, პრეზიდენტი კი – ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში, წელს შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართება.

კოვიდპანდემიის დაწყებამდე ასეთ ღონისძიებაზე, როგორც წესი, ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, თუმცა, ახლა მხოლოდ 507, მათ შორის, ადგილობრივი, რეგიონული და უცხოური მედისაშუალებების წარმოამდგენლები.

დაცული იქნება კოვიდრეგულაციებიც, კერძოდ, სავალდებულო იქნება უარყოფითი ტესტის წარდგენა, ასევე, 1,5-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

როგორც წესი, უცნობია, რამდენ ხანს გრძელდება ასეთი პრესკონფერენცია, ყველაზე მოკლე შეხვედრა 2001 წელს იყო და მხოლოდ 1,5 საათს გაგრძელდა. პუტინს მხოლოდ 22 შეკითხვა დაუსვეს, 2008 წელს კი შეხვედრა ყველაზე გრძელი იყო – 4 საათის და 40 წუთის განმავლობაში პრეზიდენტმა 80 კითხვას უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები