რეკორდული მაჩვენებელი – 1 დღეში ინფიცირებულების რაოდენობამ ბრიტანეთში 100 ათასს გადააჭარბა
კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა დიდ ბრიტანეთში 100 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 106122 ადამიანი დაინფიცირდა. სამშაბათის მონაცემებით, საავადმყოფოებში 8008 ადამიანი იყო მოთავსებული. პრემიერმინისტრის განცხადებით, შობამდე ინგლისში ახალი რეგულაციები არ დაწესდება. უახლოეს დღეებში ბრიტანელი მეცნიერები გამოაქვეყნებენ კვლევას, სადაც განხილული იქნება, თუ რამდენად მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია „ომიკრონს“. დიდ ბრიტანეთში სამშაბათს რეკორდული რაოდენობის „ბუსტერდოზა“ გაკეთდა – მესამე დოზა ერთ დღეში 968665-მა მოქალაქემ მიიღო.