ჰოლანდიიდან პუტინის ქალიშვილის გაგდებას ითხოვენ

ჰოლანდიიდან პუტინის ქალიშვილის გაგდებას ითხოვენ, – ამის შესახებ “გარდიანი” წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰოლანდიის ქალაქ ჰილვერსუმის მერმა, პეტერ ბროერტესმა პუტინის ქალიშვილის ქვეყნიდან გაგდების შესახებ მოწოდება “რადიო 1“-ის ეთერში გააჟღერა. ასეთი მკვეთრი განცხადება მერმა უკრაინაში თვითმფრინავის კატასტროფაზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ცნობილია, 29 წლის მარია პუტინა “ბოიფრენდთან” ერთად ჰოლანდიის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. ის ერიდება საჯაროდ გამოჩენას, თუმცა მისი იქ ყოფნის შესახებ ინფორმაცია  გასაიდუმლოებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები