“საფრანგეთში კოვიდით დღეში შესაძლოა, 100 ათასი ადამიანი დაავადდეს” – ჯანდაცვის მინისტრი

“ომიკრონის” გავრცელების პირობებში საფრანგეთში დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 100 ათასამდე გაიზარდოს”, –  ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ამჟამად, საფრანგეთში ინფექციის დღიური მაჩვენებელი 70 ათასამდეა. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში “ომიკრონი” დომინანტი იანვრიდან გახდება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიერ ვერანმა განაცხადა, რომ მთავრობას შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს. მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ შობისთვის 22-23 მლნ ბუსტერდოზა უნდა იყოს ადმინისტრირებული.
საფრანგეთში ვირუსს 94 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები