სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით ზურაბიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
“კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ქალბატონ სალომეს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ნაფიქრი აქვს ამ საკითხებზე. ალბათ, ფიქრობს, სამუშაო ფორმატში უკვე ახალი წლების შემდეგ გადავა. მანამდე აპირებს, რომ ბევრ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს. მოუსმენს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. პრეზიდენტის ხედვაა ის, რომ კონკრეტული შედეგები მოჰყვეს ამ პროცესს, თუმცა, ეს პროცესი არ იწყება კონკრეტულ საკითხების მოგვარებაზე ორიენტაციით და უფრო ფართო პროცესი იქნება”, – ამბობს ნინო ლომჯარია.
სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებული შეხვედრების ფორმატში უკვე რამდენიმე დღეა, შეხვედრებს მართავს.