ირანში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა
ირანის ქალაქ თებრიზში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ამის შესახებ ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსმა, ფარზად რაჰმანმა განაცხადა, – იუწყება Mehr-ი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.