„ასტრაზენეკამ“ „ომიკრონის“  საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო

ოქსფორდმა და „ასტრაზენეკამ“ უკვე გადადგეს საწყისი ნაბიჯები, განაახლონ საკუთარი ვაქცინა, რომელიც „ომიკრონის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული, – ამის შესახებ უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.

ოქსფორდის მკვლევრების ჯგუფის ლიდერმა, სენდი დუგლასმა Financial Times-თან განაცხადა, რომ განახლებული ვაქცინის გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ახალი ვარიანტის მიმართ უფრო სწრაფი რეაგირებისთვის.

„როგორც ყველა საეჭვო წინა ვარიანტის დროს, ჩვენს პარტნიორთან, „ასტრაზენეკასთან“ ერთად, გადავდგით საწყისი ნაბიჯები განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა დუგლასმა.

ინფორმაცია გაავრცელა „ასტრაზენეკამაც“ – კომპანიაში ადასტურებენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები