რატომ გახშირდა ავიაკატასტროფები და სად ქრებიან თვითმფრინავები – ქართველი ასტროეზოთერიკოსის შეფასება

ბოლო პერიოდში გახშირებულ ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. საზოგადოებას საჰაერო გადაადგილების შიში იპყრობს. აუხსნელი და ტრაგიკული მოვლენების მიზეზები, უმეტეს შემთხვევაში, ტექნიკური გაუმართაობაა. თვითმფრინავების წყობიდან გამოსვლის და მათი ჩამოვარდნის მომრავლების შესახებ „კვირა“ ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელს, თორნიკე ბიძინაშვილს ესაუბრა.

– თვალშისაცემია, რომ ამ ბოლო პერიოდში ავიაკატასტროფები და საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული კატასტროფების რიცხვი გაიზარდა, რატომ?

plane– ამ ყველაფერს თავისი ასტროლოგიური ახსნა აქვს. პლანეტა ურანი უცაბედ მოვლენებს, ელვისებურ მოქმედებებს, რადიკალურ ცხოვრებისეულ ცვლილებებს განაგებს.  ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ურანი მართავს ავიაციას, ტექნოლოგიებს,  კომპიუტერულ სისტემებს და პროგრამირებებს. მას აქვს დაძაბული კონფიგურაცია პლანეტა პლუტონთან, რომელიც მართავს მასებს, კოლექტივს, ესაა ტრანსფორმაციის (სიკვდილის), რეფორმების, იდუმალების, გარდაქმნების, ნგრევის და შენების პლანეტა. შესაბამისად, ამ ორი ბოროტი პლანეტის ნეგატიური ასპექტი  მრავალ ნეგატიურ მოვლენებს იწვევს. მათ კონფლიქტში ჩაება კომუნიკაციის, ინფორმაციის, ტრანსპორტირების მმართველი პლანეტა მერკური და შექმნა კონფლიქტური სამკუთხედი,  რასაც ტაუ-კვადრატი ეწოდება. კიდევ არის სხვა მძიმე ასპექტები, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ამ ძირითადით შემოვიფარგლები. სწორედ ამ მძიმე კონფიქგურაციამ გამოიწვია გააქტიურება მსგავსი კატასტროფების არა მხოლოდ ავიაციის, არამედ სარკინიგზო და სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებში.

– დაცვის მექანიზმი თუ არსებობს?

– დაცვის მექანიზმი – მიმართონ ასტროლოგს, როგორც ამას აკეთებენ ცივილიზებულ ქვეყნებში და მიიღონ კონსულტაცია მგზავრობის შესახებ, ხოლო ავიაციის თანამშრომლებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ თავისი საქმიანობის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ, აღვნიშნოთ საავარიო სიტუაცია, დრო და პერიოდი. უბრალოდ ჩვენი ხმა ფართო მასებს ვერ სწვდება…

– ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა მალაიზიური თვითმფრინავის გაქრობის შემთხვევაც…რადარებიდან დაკარგულ ლაინერს დღემდე ვერ მიაკვლიეს…რასთან გვაქვს საქმე?

DETAIL_PICTURE_697466_27370605— მერწყულის ეპოქის პერიოდში გახშირდება პარანორმალური მოვლენების შემთხვევებიც. ბევრ საიდუმლოს, დიდ გამოცანას აეხდება ფარდა, ადამიანს ბევრ რამეზე დააფიქრებს და ის იძულებული გახდება, მოიძიოს პასუხები. ვინც ეძებს, ის პოულობს და ვინც ვერა – ის გარკვეული სახით ისჯება. ღმერთს – სამყაროს არ  სჭირდება მონები, მას სჭირდება შემქმნელები. არ უნდა იყო მონა, მაგრამ უნდა გიყვარდეს ღმერთი – სამყარო. ამ პერიოდში აუცილებლად იქნება  სხვა ცივილიზაციასთან ღია კონტაქტი. რაც შეეხება გადასვლას მე – 4 განზომილებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ დასჭირდება მატერიალური მდგომარეობა, ფული, სახლი, ქონება, არც სექსი, არც სხეული და მიიღებს იმ ფორმას, რა ფორმისაცაა, ძირითადად, ადამიანის სხეული (ხორცის) გარეშე.
რაც შეეხება გაუჩინარების ფაქტებს, მსგავსი პარანორმალური მოვლენები მსოფლიოს მრავალ წერტილში ხდებოდა. ეს არ არის კავშირში ასტროლოგიასთან. სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს სხვა განზომილებებთან და მათ პორტალებთან, რომლებიც იხსნება სხვადასხვა ადგილას. ამან შეიძლება რაიმე საგნის გაქრობა, ან გაჩენა გამოიწვიოს.
არსებობს როგორც თვითმფრინავის, ასევე მატარებლის, გემის და ადამიანების გაქრობის ფაქტები. ყველა ამ ანომალიურ მოვლენებში “იდუმალი ღრუბელი” ფიგურირებს.

– რას გულისხმობს ეს იდუმალი ღრუბელი და რამდენად ხშირია ისტორიაში თვითმფრინავების გაქრობის ფაქტები? ყოფილა შემთხვევები, რომ თვითმფრინავი უპოვიათ?

– ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, ცნობილია„საიდუმლო რეისი- 914“. ჩარტერულ რეისს ასრულებდა თვითმფრინავი “DC- 4” 57 მგზავრით, რეისი: ნიუ-იორკი – მაიამი. ეს ხდებოდა 1955 წელს. აფრენის შემდეგ ის propavshij---------450-267გაუჩინარდა და 37 წლის მერე გამოჩნდა ვენესუელაში. ამ დაშვებიდან არ გასულა რამდენიმე წუთი და თვითმფრინავი – “მოჩვენება” ისევ გაუჩინარდა ღრუბლებში. მოწმეების თქმით, ეს თვითმფრინავი მართლა ნახეს, მაგრამ ის არ გამოჩენილა რადარზე, აეროპორტის თანამშრომლები პროპელერიან თვითმფრინავს გაკვირვებით უყურებდნენ. იყო კონტაქტი დისპეტჩერთან. მოითხოვეს დაშვების უფლება. იმ დღეს დისპეტჩერის მოვალეობას ასრულებდა ხორხე დე ლა კორტე. მან იკითხა – ვინ იყვნენ ისინი. უპასუხეს, რომ ასრულებდნენ ჩარტერულ რეისს ნიუ-იორკი – მაიამის მიმართულებით. თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხოდ მოხდა, მაგრამ
უცბად ხორხეს მოესმა პილოტის ხმა – ღმერთო, ჩემო… შეხედე ჯიმი, – ეუბნებოდა ის თავის ასისტენტს. როგორც ჩანს, ისინი გაკვირვებულები იყვნენ რეაქტიული თვითმფრინავების ხილვით. როდესაც აეროპორტის მომსახურე პერსონალმა თვითმფრინავთან მიახლოება დააპირა, მაშინ პილოტმა იყვირა – არა!.. ჩვენ უნდა გავფრინდეთ. აეროპორტის თანამშრომლებმა დაინახეს მგზავრები, რომლებიც ილუმინატორიდან იყურებოდნენ. პილოტმა კი ოდნავ შეაღო ფანჯარა და რაღაც საქაღალდე დაგვიქნია, ნიშნად იმისა, რომ გავცლოდით თვითმფრინავს. იმ საქაღალდიდან გადმოვარდა 1955 წლის კალენდარი, რომელიც საფრენ ბილიკზე იპოვეს. სად იყვნენ ამ დროს ეს მგზავრები, არავინ არ იცის.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: სვერდლოვსკის ოლქში, ჩელიაბინსკის ავიაკომპანია “ავია-ზოვი” 12- კაციანი ეკიპაჟით რადარიდან 2012 წლის 12 ივნისს დაიკარგა. მათ ეძებდა პოლიცია, საგანგებო საქმეთა სამსახური, საჰაერო ძალები, „ომონიც“ კი ჩაერთო ამ საქმეში, მაგრამ უშედეგოდ. ეს ძებნა ნოემბრამდე გაგრძელდა. ხოლო 0d369de282დამტვრეული თვითმფრინავი მგზავრებით 2013 წლის მაისში იპოვეს, თან იმ ადგილას, სადაც არაერთხელ იყვნენ და ეძებდნენ სპეცსამსახურები.

– ოდესმე, ვინმე ცოცხალი თუ გადარჩენილა?

– გადარჩა თუთიყუში. როგორც მახსოვს, როდესაც „ბერმუდის სამკუთხედში“ერთ-ერთი გემი ნისლში შევიდა, ის გემი გაქრა და რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. გემზე აღარავინ იყო, ყველა უგზო-უკვლოდ გამქრალიყო, გადარჩა მხოლოდ თუთიყუში, რომელიც ცხადია, მომხდარის შესახებ ვერაფერს მოყვებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები