ადვოკატი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ვერ დაესწრება.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
“დღეს შედგება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების გამო ასამართლებენ. ხვალ გველოდება პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრაქტიკულად მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო მომდევნო კვირაში იქნება პიჯაკების საქმე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად ფორმალურადაც კი ვერ ვუწოდებთ. ეს არის ყველა ნორმალურ პირობებში გაწეული ხარჯისთვის პრეზიდენტის გასამართლება. ამ საქმეებზე ხელისუფლება ცდილობს, თავისი პროპაგანდა ააგოს, თუმცა, საზოგადოებამ უკვე ნათლად იხილა, თუ როგორი აბსურდული საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმართული”, – თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.