სოხუმში აქციის დროს “აფხაზეთის ტელევიზიის” გადამღები ჯგუფი დაშავდა
სოხუმში გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს “აფხაზეთის ტელევიზიის” გადამღები ჯგუფი დაშავდა.
ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახური იტყობინება.
კერძოდ, დაშავდნენ მძღოლი და ოპერატორი. ოპერატორს ხელიდან ვიდეოკამერა გამოგლიჯეს და აღჭურვილობა დაუზიანეს.
ოკუპირებული აფხაზეთის “ჟურნალისტთა კავშირი” საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პროტესტს უცხადებს.
ჟურნალისტთა კავშირში იმედოვნებენ, რომ ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლა, მათი ქონების დაზიანების ფაქტი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დაისჯებიან.