პორტუგალია კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს

პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ და ახალ წელს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო ხდება დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ასევე, მიმდინარე წლის 26 დეკემბრიდან ქვეყანაში დაიკეტება ბარები და ღამის კლუბები.
მთავრობის თქმით, მოქალაქეები ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვალდებულები იქნებიან, წარადგინონ „პისიარტესტის“ უარყოფითი პასუხები. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მინიმუმ ახალი წლის 9 იანვრამდე დარჩება.
პორტუგალიის მთავრობა ასევე კრძალავს, გარე სივრცეში 10 ადამიანზე მეტის ერთად თავშეყრას. აღნიშნულ შეზღუდვებთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს გარე სივრცეში ალკოჰოლის მიღებაც აეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გავრცელების შესამცირებლად შეზღუდვები 1-ელი დეკემბრიდან მოქმედებს.

წყარო:https://www.euronews.com/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები