“ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ, შობა გეგმის მიხედვით იზეიმონ” – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს უსაფრთხოდ შეუძლიათ შობის აღნიშვნა მეგობრებსა და ოჯახთან ერთად – განსაკუთრებით მათ, ვინც „ბუსტერდოზა“ მიიღო.
„თუ ვაქცინირებულები ხართ და იცავთ უსაფრთხოების წესებს, ისე აღნიშნეთ შობა, როგორც გქონდათ დაგეგმილი. თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ისიამოვნეთ დღესასწაულებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მან ისაუბრა აშშ-ის ვაქცინაციის პროგრესზე მას შემდეგ, რაც პირველი დოზები გახდა ხელმისაწვდომი და აღნიშნა, რომ ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ კოვიდით, თუმცა, დაცულები არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.
პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველას შეუძლია, ოჯახი „ბუსტერდოზითაც“ დაიცვას.